top of page

ნინო სვანი

9053_edited.jpg
HD-wallpaper-azerbaijani-metal-flag-grunge-art-asian-countries-day-of-azerbaijan-national-
armenia-4609646_1280_edited_edited.jpg
D9mTf-rX4AA4b_j.jpg

ყველა მეზობელი მტერია

პრორუსული პროპაგანდა საქართველოში

საქართველოში გრძელდება რუსეთთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, მედიებისა და პიროვნებების მიერ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისგან მტრის ხატის შექმნისა და მათი საქართველოს უსაფრთხოებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წარმოჩენის მცდელობა. აღნიშნულ ნარატივებს, რომლებიც, როგორც წესი, ტყუილებზე ან “ნახევარ-სიმართლეებზეა” ხოლმე დაფუძნებული, დიდი ხანია საქართველოში ფეხი აქვს მოკიდებული, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც ბევრად უფრო ცხადი უნდა გამხდარიყო, თუ რა ტიპის საფრთხეები შეიძლება გვემუქრებოდეს რუსეთისგან, მსგავსი რიტორიკა კიდევ უფრო გაძლიერდა.
არსებობს რამდენიმე მნშვნელოვანი მიზეზი, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებისადმი მიმართული გზავნილები არ არის შემთხვევითი და ის პირადპირ კავშირშია პრორუსულ პროპაგამდასთან. მაგალითად, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პროპაგანდას ძირითადად კრემლთან დაკავშირებული პარტიები, მედიები თუ პიროვნებები ავრცელებენ სწორედ ამაზე მიგვანიშნებს. გარდა ამისა, ჩვენი მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას თითქმის ყოველთვის თან სდევს ნარატივი, რომ თუ რუსეთუ საქართველოს მტერია, მაშინ დანარჩენი ჩვენი მეზობლებიც მტრები არიან.

საინტერესოა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების წინააღდეგ მიმართულ პროპაგანდას ძალინა ხშირად, თან სდევს ანტი-დასავლური რიტორიკაც. მსგავსი პროპაგანდის გამავრცელებლები სიტუაციას ხატავენ ისე, თითქოს ჩვენს რეგიონში ყველა მეზობელ სახელმწიფოს საქართელოსადმი მტრული ინტერესები გააჩნია და ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ საფრთხისგან საქართველოს დაცვა კი მხოლოდ რუსეთს (და არა დასავლეთს) შეუძლია.
აღნიშნული ნარატივი რუსეთს წარმოაჩენს უძლეველ მოთამაშედ და ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთ რეალურ გარანტორს.  იმის პარალელურად, რომ ახდენს დასავლეთის დისკრედიტაციას და გვარწმუნებს მის უსუსურობასა და სისუსტეში.


ცხადია, მსგავსი შინაარსის პროპაგანდა აბსურდულია, წარმოაჩინო რუსეთი მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარ გარანტორად, როდესაც მას შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ყოველდღე აწარმოებს უკანონო ბორდერიზაციას, საქართველოს წინააღმდეგ წამოუწყია არაერთი სასტიკი ომი და ახლა ყოველდღიურად იწირავს უამრავი უკრაინელის სიცოცხლეს, უბრალოდ დიდი ტყუილია და არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს.

 

მართალია, ჩვენი მეზობელი ქვეყნების, თურქეთის, აზებაიჯანისა და სომხეთის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ძირითადად ერთ მიზანს ემსახურება, თუმცა ნარატივები, რომელზეც პროპაგანდა დგას ქვეყნების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, თუკი აზერბაიჯანისა და თურქეთის შემთხვევაში რელიგიაზე და საქართველოს ტერიტორიებზე გარკვეულ პრეტენზიებზე კეთდება აქცენტი, სომხეთის შემთხვევაში ხშირად სოციალურ-კულტურულ თემებზე ხდება აპელირება. 

სტატიაში განვიხილავ ძირითადად ვის მიერ და რა მესიჯები ვრცელდება ჩვენი მეზობელი სახელმწიფიების წინააღმდეგ, როგორ ცდილობენ დაგვაპირისპირონ ქვეყნებთან, რომლებთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს და დაგვაახლოვონ რუსეთთან და რა, რაც მთავარია, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროპაგანდა. 

About

  თურქეთი - საქართველოს ისტორიული მტერი
 

ანტითურქული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის, რომ თურქეთი ღიად აცხადებს პრეტენზიას აჭარაზე, გურიასა და სამცხე-ჯავახეთზე.
პროპაგანდისტები ხშირად საუბრობენ ხოლმე თურქეთის მალულ გეგმებს, რომლის მიხედვითაც თურქეთი თითქოს აღნიშნული ტერიტორიების შეერთებას აპირებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება აჭარაზე, სადაც ცხოვრობს არაერთი ქართველი მუსლიმი. პროპაგანდისტული ნატარივი ხშირად “თურქეთის ფარულ გეგმებს” სწორედ ქართველ მუსლიმებს უკავშირებს, მათ “ქართველობას” კითხვნის ნიშნის ქვეშ აყენებს, რადგან მათი აზრით “ქართველობის” ერთ-ერთი მთავარი მდგენელი ქრისტიანობაა, და ჩვენს თანამოქალაქე მუსლიმებს თურქეთის გეგმის ნაწილად წარმოაჩენს.
ამ თემაზე წერს დავით მხეიძე ონლაინ გამოცემაში "საქართველო და მსოფლიო" სტატიაში სათაურით "ნეოლიბერალების “ჯვაროსნული ლაშქრობა” მართლმადიდებლობის წინააღმდეგ და საქართველო":

logo2.png

"საუკუნეთა განმავლობაში ამ დიპლომატიურ ეშმაკობასთან შერწყმული ვაჟკაცობით შევინარჩუნეთ მამული, ეროვნული თვითმყოფადობა და მართლმადიდებლობა, ანუ ქართველობა _ ეს ყოველივე ერთად და ცალ-ცალკე ერთარსება სამების დარი სიწმინდე იყო ისლამის ოკეანეში დასახრჩობად განწირული საქართველოსთვის". 

თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცებაზე იყო აგებული პარტიის “პატრიოტთა ალიანსი” 2020 წლის წინასაარჩევნო პროგრამა, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო „დაიცავი შენი წილი საქართველო! არ დაუთმო აჭარა თურქეთს!“

პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელი მდივნის, გოჩა თევდორაძეც ამტკიცებდა, რომ აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს: 

ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ადამიანებს ან პარტიებს, რომლებიც მსგავს ნარატივს ავრცელებენ, არ გააჩნიათ არანაირი დოკუმენტი ან ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს საფრთხეს, რომელიც მათი მტკიცებით, თურქეთისგან გვემუქრება, გარდა შორეულ წარსულში განვითარებული მოვლენებისა.

თუ მანამდე ისინი მთავარ საფრთხედ ძირითადად ყარსის ხელშეკრულებასა და ბათუმში მცხოვრები თურქების დიდ რაოდენობას ასახელებდნენ, 2020 წელს მთავარი გზავნილი იყო საკუთრების უფლება, ხშირად გაიგებდით მსგავსი შინნარსის კომენტარებს: „ბათუმში ქართველების არაფერი რჩება“, „ყველაფერს თურქები ისაკუთრებენ“.

საინტერესოა ისიც, რომ ანტითურქულ ნარატივებს პარტია განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ აძლიერებს ხოლმე, რაც ქმნის ეჭვს, რომ ეს მიზანმიმართულად მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით ხდება, თითქოს ქვეყნისათვის გარდაუვალ საფრთხეს თურქეთი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, და არა რუსეთი, რომელსაც ქვეყნის 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და ყოველდღე აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას. 
 

ასევე ხშირად ვხვდებით პრო-რუსული ჯგუფების მიერ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულების მცდელობებს თურქეთისადმი არასაკმარისად მკაცრი პოლიტიკის გამო, “ხელისუფლებამ აჭარა თურქეთს მიჰყიდა” არის ხოლმე პოპულარული გზავნილი მაშინ, როცა იმავე სუბიექტების მიერ არ ხდება ხელისუფლების რბილად რომ ვთქვათ "არ გაღიზიანების" პოლიტიკის გაკრიტიკება რუსეთის მიმართ. 
 

ანტითურქული ნარატივები აქტიურად ვრცელდებოდა ნამოხვანჰესის აშენებასთან დაკავშირებით. ჰესის აშენების ბევრი მოწინააღმდეგე თავისი პოზიციის მიზეზად ინვესტორის წარმოშობას ასახელებდა და გამოთქვამდა შიშს, რომ მომავალში ჰესის მახლობელ სოფლებში თურქები დასახლდებოდნენ და ამ ტერიტორიას მიისაკუთრებდნენ. 
 

ინაშვილის კამპანია.jpg

„რომელი შენობა დაგრჩათ ბათუმში, რომელიც საქართველოს მოქალაქის არის? ჩვენი მოწოდებაა, რომ დაიცავი აჭარა თურქული ექსპანსიისგან და ვთვლით, რომ თურქული ექსპანსია მიმდინარეობს აჭარაში“.

imedinews-3452645.png

„თურქული ექსპანსია ბათუმში ძალებს კიდევ უფრო მეტად იკრებს, ქალაქში ერთბაშად 7 მრავალსართულიან კორპუსს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი აშენებს თანაც უკანონოდ“.

obieqtivi (1).jpg

ანტითურქული პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი ისლამოფობიაა. ისლამსა და ჩვენს მუსლი თანამოქალაქეებს პროპაგანდისტები ქვეყნისათვის საფრთხედ წარმოაჩენენ. ამიტომ, განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად, ბათუმში მეჩეთის აშენება, რაც მათთვის ქრისტიანობისა და “ქართული კულტურისათვის” საფრთხეს წარმოადგენს. ისინი ამტკიცებენ, რომ რელიგიას და ასევე საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს თურქეთი საქართველოს საწინააღმდეგოდ თავისი პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. 
"ალტ-ინფო"-ს ჟურნალისტი, შოთა მარტინენკო ამასთან დაკავშირებით ამბობს:

unnamed.png

„მანდ მნიშვნელოვანი დაზუსტება, იმ სრულიად უსინდისო მანიპულაციისა საჭირო, რომ აი, ლოცვას უშლიან. აქ არ არის ლოცვაზე... აქ არის ისლამის გავრცელების ცენტრის, ანუ მეჩეთის აშენების წინააღმდეგობაზე. მეჩეთი არის, როგორც ეკლესია, რელიგიის გავრცელების ცენტრი, რელიგიის განმტკიცების ცენტრი იმ მრევლში, რომელიც არსებობს, რაც აუცილებელი პირობაა, სხვების კონვერტაციისაც და რადიკალიზაციას."

ნიშანდობლივია, რომ თურქეთის “ფარული ინტერესების” მხილებასთან ერთად, პროპაგანდისტები იმასაც ამბობენ, რომ თურქეთის საფრთხისაგან საქართველოს NATO და ევროკავშირი ვერ დაიცავს.  მათი მტკიცებით, ერთდარეთ ქვეყანა, ვისაც თურქეთის ექსპანსიური პოლიტიკასგან ჩვენი ხნსა შეუძლია, რუსეთია.
ხშირად, ადარებენ რუსეთისა და თურქეთისგან მომდიანრე საფრთხეებს და როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში თურქეთის კონსპირაციული ამბიციური და საშიში ზრახვები გადაწონის ხოლმე რუსეთის რეალურ ოკუპაციის საფრთხეს. 

თურქეთისა და ზოგადად რეგიონული საფრთხეებისგან ჩვენი დაცვა რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია, ამ ნარატივს ავრცელებენ ონლაინ მედიები, “ნიუსფრონტი” და “საქინფორმი”. 

მაგალითად, ონლაინ გამოცემა “ნიუსფრონტი“ ფეისბუქ მომხმარებლის, დიტო ბიძინაშვილის პოსტის გამოქვეყნებით ირწმუნება, რომ რუსეთის დაშლის შემთხვევაში საქართველოს „ისტორიული მეგობრები“ გაიყოფენ და მის თავზე „მალევე ნახევარმთვარე აფრიალდება“. 
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი კი თავისივე სტატიაში, წერს, რომ „რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ კავკასიის მართვის უნარი არ შესწევს და კვლავ დაუთმო ის თურქეთს“, რის შედეგადაც, ისტორიის თანახმად, საქართველოს „ომი, ხოცვა, შიმშილი, ინტერვენცია და სრული ოკუპაცია“ ელის.

1200px-Flag_of_Azerbaijan_(3-2).svg.png

ანტიაზერბაიჯანული             პროპაგანდა

აზერბაიჯანის შემთხვევაში პროპაგანდის ძირითადი ხაზი საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასა და რელიგიაზე გადის. ნარატივი, რომ საქარველოში მუსლიმები გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ, რაც ქართულ კულტურასა და ქრისტიანობას ასფრთხეს უქმნის ამ შემთხვევაშიც აქტუალურია.
ისე, როგორც აჭარაში მცხოვრები ჩვენი მუსლიმი თანამოქალაქეების შემთვევაში, რომლების საქართველოში დაიბადნენ და ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაშიც პროპაგანდისტები აქტიურად ცდილობენ საზოგადოების დაყოფას, როგორც “ჩვენ” და “ისინი” ხელი შეუწყონ. რთულია, ზუსტად დავადგინოთ, ვის გულისხმობენ პროპაგანდისტები “ჩვენ”-ში, თუმცა ეთნიკურად ქართველობა და მართლმადიდებელი ქრისტიანობა ალბათ მათთვის "ჩვენიანობის" განმსაზღვრელი ორი მთავარი პირობაა.
ანტიაზერბაიჯანული პროპაგანდა მუდმივად ახდენს ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების მარგინალიზაციას და ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას ეთნიკურად ქართველებსა და მათ შორის.ხშირად ამტკიცებენ, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმები მათი განსხვავებული რელიგიის გამო, პატივს არ სცემენ “ჩვენს” ანუ ქრისტიანულ რელიგიას. 
მსგავსი შინაარსის შემცველ ნარატივს ხშირად ვისმენთ ხოლმე ქრისტიანები სასულიერო პირებისგან. მაგალითად, 
დეკანოზი თადეოზ სარალიძე თავის ერთ-ერთ ქადაგებაზე აზერბაიჯანელებზე აღნიშნავს - “ხომ იცით, მაგათ ეკლესია არ უყვართ”. 
 

აზერბაიჯანისთვის, ისევე როგორც, თურქეთისათის ხშირად ხდება ოკუპანტის იარლიყის მიკერება. პროპაგანდისტები ხშირად იხსენებენ ხოლმე ისტორიას და ამტკიცებენ, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს ჩვენი ისტორიული ტერიტორიები აქვთ მისაკუთრებული და ამას გარდა, დღემდე აქვთ ჩვენდამი მტრული ინტერესები. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემაში "ნიუს ფრონტი" იბერიულ-კავკასიური მოძრაობის წევრი, ბესარიონ მიქავა თურქეთსა და აზერბაიჯანს ოკუპანტებს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ისინი ერთად საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას გეგმავენ::

logo3.png

„ილჰამ ალიევის აზერბაიჯანი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტია!

აზერბაიჯანმა თავის დროზე საქართველოს ძირძველი ტერიტორიის, ჰერეთის ოკუპაცია და ანექსია მოახდინა...

ილჰამ ალიევი ცდილობს, თურქეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოახდინოს საქართველოს ნაწილის, კერძოდ მარნეულის, რუსთავის და თბილისის ანექსია, ხოლო ერდოღანს კი უნდა ბათუმიდან გურიამდე ტერიტორიის მითვისება (საქართველოს ტერიტორიის 30% ქართველთ მოძულე ლენინის დახმარებით უკვე მიითვისა), დღეს ამ გეგმის განხორციელებას ცდილობენ ლენინ–შევარდნაძის ე.წ.ლიბერალების და ნაციონალური ნიღბით შემოსილი დოლარზე გაყიდული კომუნისტები!”

იმავე გამოცემაში გულბაათ რცხილაძე ევრაზიის ინსტიტუტიდან ამტკიცებს, რომ საქართველოს ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება აზერბაიჯანისა და თურქეთისგან, რისგანაც ჩვენიდ დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკა ჩრდილოეთით უნდა მივმართოთ დაჩვენი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტორად რუსეთი ვაღიაროთ:

logo3.png

„თუ რადიკალურად არ აღიკვეთა აზერბაიჯანის ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, თანაც მალე. საქართველომ უნდა განავითაროს თავისი სამეზობლო პოლიტიკა ჩრდილოეთის მიმართულებით – ეს არის ერთადერთი ბალანსის საშუალება, რომ თურქულმა სამყარომ საბოლოოდ არ შთანთქას ობოლი, უნათესაო ქართველობა.“

ქართული მარში წევრის ირაკლი შიხიაშვილი მსგავსი ნარატივის შემცველი განცხადებას ავრცელებს გამოცემაში "ასავალ-დასავალში". 

unnamed.jpg

"ქართველებო, სანამ დროა, გამოვფხიზლდეთ, თორემ საქართველო ალყაშია - თურქეთი უკვე არამარტო აჭარას, არამედ გურიასაც მოადგა და რელიგიას ამოფარებული ცდილობს თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელებას, ქვემო ქართლი და დავითგარეჯი კი აზერბაიჯანის სამიზნეა!"

პროპაგადისტულ ჯგუფებს, რომელთაც წესითა და რიგით მაქსიმალურად არაკომფორტული პირობები უნდა შევუქმნათ, რომ ვერ შეძლონ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ზიზღის დათესვა და საზოგადოების დაპირისპირება, ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების განცხადებები თუ ქმედებები ხშირად ხელს აძლევს დაუბრკოლებლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.
ამის კარგი მაგალითია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სადავო მონაკვეთზე მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით წამოწყებული პროპაგანდისტული კამპანია.
ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ანტილიბერალურ და კრემლისტურ პროპაგანდისტულ ჯგუფებს აზერბაიჯანი ჩვენს ისტორიულ მტრად გამოეცხადებინათ და ოკუპანტის იარლიყი მიეკერებინათ. ამასთანავე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ისინი აქცენტს აკეთებდნენ რუსეთის მნიშვნელობაზე ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანული რელიგიის გადასარჩენად და ამტკიცებდნენ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის შეჩერება და საქართველოს მტრებისგან დაცვა მხოლოდ რუსეთს შეუძლია, ისევე როგორც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გზითაა შესაძლებელი.

 

იგივე ადამიანები, რომლებიც უამრავი წლის წინანდელ ისტორიაში იხედებიან, ცხადია, ვერ ამჩვენენ რუსეთის მიერ გავლებულ მავთულხლართებს, რომლითან რეალური ოკუპანტი ყოველდღიურად იტაცებს საქართველოს ტერიტორიებს. 

armenia-flag-small.png

ანტისომხური  პროპაგანდა

საინტერესოა, რომ ანტისომხური ნარატივებიც ძირითადად რუსეთთან აფილირებული ორგანიზაციების, პარტიებისა თუ ინდივიდებისგან მოდის. თუ აზერბაიჯანისა და თურქეთის შემთხვევაში აქცენტი განსხვავებულ რელიგიაზე კეთდება, რომელიც საქართველოსათვის მტრულად ფასდება პროპაგანდისტული ჯგუფებისა და ინდივიდების მიერ, სომხეთის შემთხვევაში ძირითადი აქცენტი კულტურასა და ტრადიციულ მემკვიდრეობაზეა ხოლმე დასმული.
ძალიან ხშირად ადამიანის დისკრედიტაციას ცდილობენ მისთვის სომხური წარმომავლობის “დაბრალებით”, თითქოს სომხური წარმომავლობა თავისთავად უარყოფითია.
სომხური წარმოშობას თვალშისაცემად ხშირად მიაწერენ ხოლმე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც პროგპაგანდისტული ჯგუფები სააკიანად მოიხსენიებენ, რითიც აქცენტი კეთდება მისი “რეალური” გვარის სომხურ წარმომავლობაზე. მაგალითად, გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ამბობს:

unnamed.jpg

"საქართველოში როლები და პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ სააკოვი, მასთან უკანალით მიერთებული პარტიები..."

სააკაშვილი არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი, ვისაც სომხურ წარმომავლობას მიაწერენ, წლების წინ ზურაბ ჟვანიასაც თხოვდნენ პასუხს დედის სომხური წარმომავლობის შესახებ და იგივე “ბრალდებებს” უყენებდნენ ნინო ბურჯანაძესაც. 
 

ანტისომხურ პროპაგანდას მნიშვნელოვანი საერთო აქვს ანტიაზერბაიჯანულ და ანტითურქულ პროპაგანდასთან; სამივე შემთხვევაში პროპაგანდისტები ცდილობენ რუსეთის, როგორც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის ყველაზე დიდი გამოწვევისა და ოკუპანტი ქვეყნის, უკიდურესად ნეგატიური როლის გაფერმკრთალებას იმის ფონზე, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს აცხადებენ საქართველოს ყველაზე საშიშ მტრებად. 
სწორედ ამ შინაარსის მატარებელ ნარატივს ავრცელებს დიტო ჩუბინიძე ასავალ-დასავალში და ამავდროულად დიკსრედიტაციის მიზნით მიხეილ სააკაშვილს კვლავ სომხურ წარმომავლობას "აბრალებს":

unnamed.jpg

„ის უბედურება, რაც მან [გიორგი ბარამიძემ] და სააკოვის ნაცისტურმა ავიაციამ სვანეთში, სოფელ ეცერში დაატრიალეს, 1875 წელს მეფის რუსეთის მიერ სოფელ ხალდეს აკლებას და გადაბუგვას ბევრად აჭარბებს"

როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთისადმი მაამებლურ რიტორიკასა და ჩვენი მეზობლების დემონიზაციის მცდელობებს ხშირად თან ახლავს ანტიდასავლური ნარატივები, რაც მიზნად ისახავს დასავლეთის ქვეყნებისა და ნატოს სუსტ აქტორებად წარმოჩენას მაშინ, როცა პარალელურად რუსეთის სიძლიერეზე ხდება აპელირება, სწორედ ასევეა ანტისომხური პროპაგანდის შემთხვევაშიც.
დასავლეთის უსუსურობასა და სისუსტეს უსვამს ხაზს და აქვე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი სომეხიაონლაინ გამოცემა საქინოფრმის მთავრი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი: 

 

logoo_edited.jpg

"იმისათვის, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო და გისოსებს მიღმა არ მოხვედრილიყო, სომეხმა სააკაშვილმა მეგრელი მელიაც კი გააცურა - არ მისცა 13 ათასი დოლარის ოდენობის (40 ათასი ლარი) გირაოს შეტანის უფლება, როგორც ეს სასამართლომ დაადგინა, რის შედეგადაც მელა გალიაში აღმოჩნდა. "კრემლი - „ქართულმა ოცნებამ"და წითელმა არმიამ - ქართულმა პოლიციამ - ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს გასაბჭოების დღეს, ის სსრკ-ს დაუბრუნეს!" - ოპოზიცია აშშ-სა და ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს. რით დაეხმარება დასავლეთი? გამოაცხადებს ეკონომიკურ სანქციებს ნახევრად მშიერი საქართველოს წინააღმდეგ? ხალხი ქუჩებში გამოვა, დახურავს დასავლეთის ყველა საელჩოს და გახსნის რუსეთის საელჩოს! საქართველოში ნატოს შემოიყვანს? რუსეთი დაასწრებს ნატოს და საქართველოში თავის შეიარაღებულ ძალებს შემოიყვანს! ანუ, ორივე შემთხვევაში - დაელოდეთ რუსეთს!”

სომხეთის საქართველოს მთავარ მტრად წარმოჩენით რუსეთის მიერ აფხაზეთში წამოწყებული ომისა და ჩადენილი სისასტიკეების გადაფარვის მცდელობის მიზნით ისტორიკოსი გურამ მარხულია ასავალ-დასავალთან ამტკიცებს, რომ საქართველოს აფხაზეთში საომარი რეალურად სომხებთან აქვთ და არა რუსებთან:

unnamed.jpg

"აფხაზეთის ომის დროს სომხები რუსების გვერდით დადგნენ და ჩვენ ტყვია გვესროლეს მაშინ, როცა საქართველოშ მცხოვრებ დანარჩენ სომხებს არანაირი დისკომფორტი არ უგრძნიათ...ადრე იქნება თუ გვიან, ქართველები აფხაზეთში დავბრუნდებით და ყველამ იცოდეს, რომ იქ ომი მოგვიწევს არა რუსებთან და აფხაზებთან, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სომხებთან, რომლებიც ქართველების სახლებში არიან შეჭრილი! სომხები იმ სახლებს თავისი ნებით არ დათმობენ…”

სომხეთის შემთხვევაში ცხადად ჩანს, რომ პრო-რუსული პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებაში უკვე არსებული სტერეტორიპების კაპიტალიზაციას ახდენს, რაც მას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. მაგალითად, არმენოფობურ ნარატივებში ხშირად შევხვდებით საქართველოში გავრცელებული სტერეოტიპი, რომ სომხები ძუნწები არიან. მაგალითად, დეკანოზი თადეოზ სარალიძე ქადაგებისას აღნიშნავს: “რასაცა გასცემ, შენია, რაც არა – დაკარგულია. სომეხი ხომ არა ხარ, გაფუჭებული სომეხი. სომეხი რას ამბობს? რა გავცე, რის გავცეო…”

 

 

 

 

 

საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები თავიანთი პროპაგანდის ერთ-ერთ მთავარ მეთოდად იყენებენ whataboutism-ის ანუ კონტრბრალდებების ტექნიკას, რომელსაც კრემლიც ძალიან ხშირად მიმართავს საკუთარი პოზიციის დასაცავად და ჩადენილი დანაშაულებების გასამართლებლად მაშინ, როდესაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაზე ედავებიან ხოლმე. მაგალითად, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, რუსეთი ხელს დასავლეთისკენ იშვერს და ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგანაც დასავლეთის ქვეყნებიც აღიარებენ კოსოვოს დამოუკიდებლობას. პრო-რუსული პროპაგანდისტები საქართველოში მსგავსად, პასუხად კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ოკუპანტი ქვეყანა, ამტკიცებენ რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთიც მტრულად განწყობილი სახელმწიფოები არიან, რომელთაც გააჩნიათ პრეტენზია საქართველოს ტერიტორიებზე და ქვეყნისათვის არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ. 

ჰიბრიდული ომისა და რუსული პროპაგანდის მკვლევარი რევაზ თოფურია მიიჩნევს, რომ   საქართველოში პრო-რუსული პროპაგანდისტების ნარატივებში გარკვეული კოორდინაცია იკვეთება, რაც შიშისა და სტერეოტიპების ელემენტების გამოყენებით მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. 

სამწუხაროდ, ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ისეთ აბსურდულ ნარატივებს გაავრცელებენ. ჩვენი, როგორც საზოგადოების, მიზანია, რომ ვითარებაში, როდესაც პროპაგანდას არასდროს ჰქონია გავრცელების ამხელა მასშტაბი, ვიდრე ახლა - ინტერნეტისა და სოციალური მედიის სამყაროში, კონკრეტული ცოდნითა და ანალიზის უნარით შეიარაღებული დავხვდეთ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის ძალიან დიდ ნიაღვარს. ამგვარად, ვერავინ შეძლებს დაგვაჯეროს ტყუილები ან ნახევარ-სიმართლეები, რომლებიც მხოლოდ რეალობის გადღაბნასა და ჩვენს შეცდომაში შეყვანას ემსახურება.  

mithebis-deteqtoris-laboratoria-Copy-2.jpg

ანტითურქული პროპაგანდა

Flag_of_Turkey.svg.png
bottom of page